Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში მოკლეს ცნობილი ტელეწამყვანი ქალი


 მენა მანგალი, "არიანა ტი-ვის" ყოფილი წამყვანი
მენა მანგალი, "არიანა ტი-ვის" ყოფილი წამყვანი

ავღანეთის ოფიციალურ პირების თქმით, ქაბულში მოკლეს ცნობილი ტელეწამყვანი ქალი. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ნასრათ რაიმის თანახმად, ყოფილი ჟურნალისტი, მენა მანგალი ტყვიით მოკლეს ქაბულში, მერვე რაიონში, 11 მაისს, 7:20 საათზე.

მაღაზიის მფლობელმა, რომელიც შეესწრო მკვლელობას, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ როცა მანგალი მანქანას ელოდა, ორი პირი მოვიდა მოტოციკლებით, ჯერ ჰაერში ისროლეს ხალხის გასაფანტად და შემდეგ მანგალს თავში ესროლეს ორჯერ.

მანგალის ნათესავებმა დაადასტურეს, რომ ის მანქანას ელოდა სამსახურში წასასვლელად. მანგალი ავღანეთის პარალმენტის ქვედა პალატის კულტურის სფეროში მრჩეველი იყო.

გავრცელდა მეკვლელობის ადგილზე გადაღებული ფოტო, რომელზეც ჩანს მოკლული, პირქვე, სისხლის გუბეში.

მანგალი ათ წელიწადზე მეტ ხანს მუშაობდა კერძო ტელეარხ არიანაში, ასევე ტელესადგურ ტოლოს არხ ლამარში, რომელიც პაშტუს ენაზე მაუწყებლობს და კერძო ეროვნულ ტელმაუწყებელ, შამშადში. მას ჰქონდა საკუთარი სოციალური მედია საიტი, რომელზეც იმართებოდა დისკუსია ქალთა და გოგონათა უფლებების გარშემო.

XS
SM
MD
LG