Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CIVIL PITCH-ის კონკურსანტებმა საერთაშორისო ჟიურის დოკუმენტური ფილმების პროექტები გააცნეს


12 მაისს, CineDoc Tbilisi-ს ფარგლებში, ახალგაზრდა რეჟისორებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს საკუთარი პროექტები წარუდგინეს.

საუკეთესო პროექტების წარდგენა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში შედგა. Civil Pitch ყოველწლიური პროექტია, რომელიც CineDoc Tbilisi-ს ფარგლებში იმართება და რომელიც რეჟისორებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აკავშირებს და კინოს მეშვეობით ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხებზე.

ფილმების თემატიკა მრავალფეროვანია, მათ შორის, ადამიანის უფლებები, სოციალური საკითხები და სხვა.

Civil Pitch-ზე შემოსული განაცხადების და სამუშაო შეხვედრების შედეგად ათი რეჟისორი და ათი არასამთავრობო ორგანიზაცია შეირჩა. დაწყვილების შემდეგ კანდიდატებმა საკუთარ პროექტებზე იმუშავეს და გაირეს ტრენინგები.

ათი წყვილიდან, სამი საუკეთესო წყვილი ფულად ჯილდოს მიიღებს, რომელსაც მათ გადასცემს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ და Current Time TV.

CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანიც 2013 წლიდან კრეატიული დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.

XS
SM
MD
LG