Accessibility links

site logo site logo

მამუკა ბახტაძის სიტყვის შენელებული ეფექტის გამო „პირველი არხი“ ბოდიშს იხდის


„12 მაისს, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გახსნისას, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლის დროს, დაზიანდა აუდიო-ვიდეო კაბელი, რის გამოც მოხდა ტექნიკური ხარვეზი ტრანსლაციის დროს“, - ასე ეხმაურება „პირველი არხი“ მამუკა ბახტაძის სიტყვას, რომელმაც მაყურებელში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია მეტყველების შენელებული ეფექტის გამო.

მამუკა ბახტაძე 12 მაისს, მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის კურთხევის შემდეგ სიტყვით გამოვიდა. მან მახათას მთაზე შეკრებილ ხალხს ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და იმედის დღე მიულოცა. მისი თქმით, მახათას მთაზე ასევე აშენდება კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი და განთავსდება სხვადასხვა არტეფაქტი.

მამუკა ბახტაძის სიტყვა ტელევიზიით შენელებული ეფექტით გადაიცა. მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ეს მიზანმიმართული ქმედება ყოფილიყო, უპასუხა: "ამ მომენტისთვის მე ვერაფერს დაგიდასტურებთ. გავერკვევით და გეტყვით".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG