Accessibility links

site logo site logo

პატიმრებისთვის ტატუს მოსაშორებლად სახელმწიფომ  48 ათასი ლარი გამოყო


ყოფილი პატიმრებისთვის ტატუს მოსაშორებლად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 48 ათასი ლარი გამოიყო. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 13 მაისს განაცხადა.

"ტატუს ამოშლა არის უფრო და უფრო რთული, უფრო და უფრო ძვირი. მინდა მოვუწოდო, რომ არ დაიზიანონ ხელები, კანი. ეს არ არის მარტივი მოსაშორებელი, ამიტომ ჩვენ ამ თანხად, 48 ათას ლარად, მხოლოდ 60-მდე ბენეფიციარს შევძლებთ რომ მოვაშოროთ ტატუ. რესოციალიზაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 2013 წლიდან დღემდე 130-მდე ყოფილმა პატიმარმა მოიშორა ტატუ, რამაც მათ საშუალება მისცა რომ ჩვენი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ეგრძნოთ თავი“.

ტატუს მოშორება ყოფილი პატიმრებისთვის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა 2012 წელს თეა წულუკიანის ინიციატივით ამოქმედდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG