Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე: "ქართული ოცნების" წარმომადგენლები გიორგი ქობულიასთან შეხვედრას არ უნდა დაესწრონ


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

გუნდიდან წასული მინისტრების შეხვედრაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. იგი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას დეპუტატებთან შეხვედრას არ უნდა დაესწრონ.

„ვფიქრობ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამ შეხვედრას არ უნდა დაესწრონ, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდიდან წასული მინისტრების შეხვედრაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება. ასევე საზოგადოება კარგად ხვდება კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ გადადგა ეს ადამიანი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატთა ჯგუფის მიწვევით, 15 მაისს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მივა. შეხვედრა მასთან 13:00 საათზე, პარლამენტის კინოდარბაზში გაიმართება.

XS
SM
MD
LG