Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტით კახეთში დაზარალებულ ოჯახს ზიანს აუნაზღაურებენ


სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტამ სოფელ ჯუგაანში საცხოვრებელი სახლი 12 მაისს დააზიანა
სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტამ სოფელ ჯუგაანში საცხოვრებელი სახლი 12 მაისს დააზიანა

„ბუნებრივ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი“ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტით მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მცხოვრებ კიკალიშვილების ოჯახს.

რადიო თავისუფლებას ცენტრში უთხრეს ისიც, რომ ჯუგაანში მომხდარი შემთხვევის გამო, რაკეტის მწარმოებელი ბულგარული კომპანიისგან მოითხოვეს განმარტება ტექნიკურ სპეციფიკაციასთან შეუსაბამობის თაობაზე.

„ბუნებრივ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის“ მიერ 12 მაისს, კახეთში სეტყვის ღრუბლების გასანეიტრალებლად გასროლილი ერთ-ერთი რაკეტა კიკალიშვილების საცხოვრებელ სახლს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა სახლის სახურავი, ჭერი და იატაკი.

მომხდარ ფაქტზე პოლიციამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით - სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მსგავსი დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან ერთ წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი, ან ექვსი თვიდან ერთ წლამდე შინაპატიმრობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG