Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი რომში რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება


ნიკოლოზ ბასილაშვილი რაფაელ ნადალს ბოლოს რვა თვის წინ შეხვდა - 2018 წლის სექტემბერში.
ნიკოლოზ ბასილაშვილი რაფაელ ნადალს ბოლოს რვა თვის წინ შეხვდა - 2018 წლის სექტემბერში.

რომში მიმდინარე მასტერსის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ესპანელი რაფაელ ნადალი იქნება. მსოფლიოს რეიტინგში მეთვრამეტე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს მეორე ჩოგანს დღეს დაუპირისპირდება, თბილისის დროით 21:30 საათიდან.

ბასილაშვილმა რომის მასტერსზე უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი და სერბი ლასლო ჯერე ორ-ორ სეტში დაამარცხა. ჯერესთან შეხვედრა 27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა 14 მაისს მოიგო. ნადალმა კი მეორე წრის მატჩი დღეს ჩაატარა, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ მერვედფინალს დაღლილი ხვდება - ფრანგ ჟერემი ჟარდის ორ სეტში მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო - 6:0 6:1.

ნიკოლოზ ბასილაშვილი რაფაელ ნადალს ბოლოს რვა თვის წინ შეხვდა - 2018 წლის სექტემბერში, ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალური მატჩი სამსაათ-ნახევარი გაგრძელდა. ნადალმა ოთხ სეტში იმარჯვა - 6:3 6:3 6:7 6:4. თამაშის შემდეგ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბასილაშვილი ერთ-ერთი უძლიერესი დამრტყმელი და ძალიან რთული მეტოქეა.

XS
SM
MD
LG