Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის საკრებულოს წევრები წინასაარჩევნოდ ზუგდიდში გადავიდნენ კოლეგების დასახმარებლად


გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარლენ ნადირაძე და გორის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, წინასაარჩევნოდ ზუგდიდში გადავიდნენ კოლეგების დასახმარებლად.

როგორც მარლენ ნადირაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ისინი სარგებლობენ კუთვნილი შვებულებით და საარჩევნო გამოცდილებიდან გამომდინარე საშტაბო მუშაობაში ეხმარებიან მეგობრებს:

„ქართული ოცნება“ ერთი მთლიანი გუნდია და დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ სად ცხოვრობს. ერთ საქმეს ვაკეთებთ ყველა“, - განაცხადა მარლენ ნადირაძემ.

მისი თქმით, ის დაახლოებით 10 დღეა ზუგდიდში იმყოფება.

XS
SM
MD
LG