Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტის ფონზე ეკატერინბურგში შეჩერდა ტაძრის მშენებლობის გეგმა


რუსეთში, ურალების ქალაქ ეკატერინბურგში შეაჩერეს ახალი ტაძრის აშენების გეგმა, მას შემდეგ, რაც პოლიციასა და საპროტესტო აქციების მონაწილეებს შორის რამდენიმე დღის განმავლობაში შეტაკებები მიმდინარეობდა.

მანამდე პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა გამოკითხვის ჩატარების ინიციატივით, საიმისოდ, რომ გადაწყვეტილიყო ტაძრის აშენების საკითხი.

მიმდინარე კვირაში ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა საბჭოთა ძალების მიერ დანგრეული ტაძრის აღდგენის გეგმა პოპულარულ პარკში. 100-მდე მოქალაქე პოლიციამ დააპატიმრა.

"დღეს მუშაობა შევწყვიტეთ" - სააგენტო "ტასის" ცნობით, უთხრა მერმა, ალექსანდრ ვისოკინსკიმ ადგილზე შეკრებილ რამდენიმე ასეულ მოქალაქეს და დასძინა, რომ ჩატარდება გამოკითხვა.

16 მაისს, ქალაქ სოჭში, სრულიად რუსეთის სახალხო ფრონტის შეხვედრაზე გამოსვლისას პუტინმა თქვა, ეკლესიებმა ხალხი უნდა გააერთიანოს და არ გახლიჩოსო. სიტუაციის გასარკვევად "მარტივი გზა არსებობს - ჩატარდეს გამოკითხვა. და უმცირესობამ უმრავლესობის სურვილი უნდა გაითვალისწინოს. ესაა დემოკრატია" - განაცხადა მან.

XS
SM
MD
LG