Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობა მიმდინარეობს


ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ სახალხო მსვლელობა დაიწყო.

მსვლელობაში მონაწილეობენ სასულიერო პირები და მრევლის წარმომადგნელები. ისინი გზას საგალობლების ფონზე მიუყვებიან.

„ილოცება ჩვენი დედაქალაქი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიისა და აწყურის ხატებით, რომელიც ერთ-ერთი უძველესი სიწმინდეა ჩვენი ერის. დედაქალაქი ყოველთვის იყო მისაბაძი მაგალითი დანარჩენი საქართველოსთვის თავისი სიქველით, სიკეთით.

ბოლო წლებში ტრადიციად იქცა ღვთისმშობლის აწყურის ხატთან ერთად მოგზაურობა. ეს მოგზაურობა იწყება აწყურიდან, გამოივლის სოფლებს , ქალაქებს და ამ დღეს შემობრძანდება დედაქალაქში და ილოცება ჩვენი დედაქალაქი", - განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრიამ.

მსვლელობას ოპერის თეატრთან ჩოხოსნები შეუერთდებიან.

ოჯახი სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა სამების ტაძართან დასრულდება. სადაც პარაკლისის გადახდის შემდეგ კონცერტი გაიმართება.

ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში მე-6 აღინიშნება. 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ საქართველოს საპატრიარქომ 2014 წელს გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG