Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კლიმკინი აღნიშნავს, რომ განცხადებას 20 მაისს გაუგზავნის უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, „ვერხოვნა რადას“ და უკვე ახალ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

ინაუგურაციის ცერემონია უკრაინაში 20 მაისს გაიმართება.

„ვფიქრობ, რომ ეს სწორია. ადამიანურად და სწორია ნორმალური პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გვჭირდება“, - აღნიშნა მინისტრმა, რომელიც აცხადებს, რომ არჩეულ პრეზიდენტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დააკომპლექტოს გუნდი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საგარეო პოლიტიკაზე.

დღესვე გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა უკრაინის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსანდრ ტურჩინოვმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG