გამოკითხვის შემდეგ ზუგდიდის პოლიციის განყოფილება დატოვა კობა კვეკვესკირმა, რომელსაც ფიზიკურ შურაცხყოფაში ადანაშაულებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე და ორგანიზაცია „ახალი თაობის“ დამკვირვებელი, რუსუდან მჭედლიძე. მათი ინფორმაციით, ინციდენტი 87-ე უბანზე მოხდა.
კვეკვესკირმა თქვა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, თუმცა, კონკრეტული ბრალდება არ დაუსახელებია. მისივე ინფორმაციით, გამოკითხვაზე კიდევ ერთხელაა დაბარებული და დეტალებზე ამის შემდეგ ილაპარაკებს.
კვეკვესკირის ცნობითვე, „ქართული ოცნების“ აქტივისტია და არა კოორდინატორი, როგორც ამას ოპოზიცია აცხადებს. კობა კვეკვესკირის მტკიცებით, შეურაცხყოფა პირველმა ანა წითლიძემ მიაყენა.