Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი ჟურნალისტებს: ეძიეთ სიმართლე


რომის პაპმა, ფრანცისკემ, ჟურნალისტებს მოუწოდა პრესის ძალაუფლება სიმართლის ძიებითვის გამოიყენონ და ჟურნალისტიკას უწოდა ბრძოლის იარაღი სიძულვილთან და უარყოფით სტერეოტიპებთან.

18 მაისს, რომში, პრესის საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რომის კათოლიკე ეკლესიის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს ასევე სთხოვა არ აყვნენ ხმაურიანი ჰედლაინების და ნახევრად მოყოლილი ამბების გამოქვეყნების ტენდენციებს.

პაპმა სინანული გამოთქვა მსოფლიოს გარშემო ჟურნალისტებზე თავდასხმების გამო და რეპორტიორები დაარწმუნა, რომ ეკლესია, ზოგადად, აფასებს მათ მუშაობას, "მაშინაც კი, როცა შიშველ ნერვს ეხებით, მათ შორის საეკლესიო თემთან დაკავშირებულს".

1988 წლის შემდეგ ეს პირველი ასეთი შეხვედრა იყო. პრესის საერთაშორისო ასოციაცია 50-ზე მეტი ქვეყნის ჟურნალისტებს აერთიანებს.

"გვჭირდება ჟურნალისტები, რომლებიც მსხვერპლთა მხარეს არიან, მათ მხარეს, ვისაც დევნიან, რიყავენ, აგდებენ და ჩაგრავენ" - თქვა პაპმა.

წარსულში, ფრანცისკეს და მის თანაშემწეებს დადებითად უსაუბრიათ ჟურნალისტებზე, რომლებმაც გამოავლინეს სასულიერო პირების წიაღში მომხდარი სექსუალური ძალადობის ხმაურიანი სკანდალები.

ფრანცისკეს თქმით, თავისუფალი პრესა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ გვიცავს. "ნუ დავივიწყებთ დიქტატურებს - ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელსაც ისინი დგამენ, პრესის თავისუფლების წართმევაა" - თქვა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG