Accessibility links

site logo site logo

სანდრა რულოვსი: თუ მეორე ტური გამოცხადდება, მზად ვარ გავაგრძელო ბრძოლა ზუგდიდის სახელით


ზუგდიდი მერობის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი, ზუგდიდში პარტიის ოფისში მივიდა და საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნებს არ აღიარებს. "თუ მეორე ტური გამოცხადდება, მზად ვარ ამოღებული ხმლით გავაგრძელო ბრძოლა ზუგდიდის სახელით" - ამბობს რულოვსი.

"ფოირვერკების და სიგნალების მიუხედავად, ჩვენ არ ვაღიარებთ მათ გამარჯვებას და მით უმეტეს - მათ არჩევნებს. ეს არ იყო არჩევნები. ეს იყო სუს-ის და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია. ეს არნახული, უპრეცედენტო სადიზმი და შეშინება. ზეწოლა, ყველაფერი კრიმინალური, რაც შეგიძლია წარმოიდგინო. ისინი ზეიმობენ ხალხის დამარცხებას, რომ ისევ ისინი გააგრძელებენ ტერორს და ჯიბეების გასქელებას და ყველაფერს, რაც მიუღებელია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის" - აცხადებს რულოვსი.

მისი თქმით, მართალია, ჯერ ზუსტი მონაცემები ცნობილი არ არის, თუმცა, წინასწარი მონაცემებიდან ჩანს, რომ მას ამომრჩევლის თითქმის ნახევარმა დაუჭირა მხარი, "რაც ძალიან დიდი ჯარია, და ამ ძალას აუცილებლად გამოვიყენებ ჩვენი ბრძოლის შემდგომი ეტაპის დროს" - აცხადებს რულოვსი.

"ამბობენ, რომ მმართველი პარტია მოგებულია, მაგრამ ოფიციალური შედეგები ჯერ არ დადებულა. თუ მეორე ტური გამოცხადდება, მზად ვარ ამოღებული ხმლით გავაგრძელო ბრძოლა ზუგდიდის სახელით და თუ იტყვიან საოლქო კომისიაში, რომ ვითომ გეგა შენგელიამ მოიგო ეს კრიმინალური, ბანდიტური, სუსის სპეცოპერაციის გზით [ჩატარებული] არჩევნები, მაშინ ჩვენი ბრძოლა გაფართოვდება", - განაცხადა სანდრა რულოვსმა ზუგდიში ენმ-ის ოფისთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG