Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს


მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს რვავე ოლქში, სადაც 19 მაისს ჩატარდა საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

ცესკოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, საგარეჯოში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ზურაბ შინდელაშვილმა მიიღო ხმების 72,4%. მეორე ადგილზე გავიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი ირაკლი ჯინჭარაძე, ხმების 26,71%-ით.

ახმეტაში 96,49%-ით გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, როსტომ ალხანაშვილმა, ხოლო ადიგენში 93,89%-ით გენადი ბოლქვაძემ.

ზესტაფონში ხმების 69,71% მიიღო მმართველი პარტიის კანდიდატმა, ნუგზარ ფერაძემ. მეორე ადგილზე გავიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი გაგა ლაბაძე ხმების 29,84%-ით.

ჭიათურაში „ქართული ოცნების“ კანდიდატს, თეიმურაზ ჭუმბურიძეს ხმა მისცა 46,82%-მა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატს, ილიკო ჩიკვილაძეს 27%-მა.

ტყიბულში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, რომან მაწკეპლაძემ მიიღო ხმების 63,23%. მეორე ადგილზე გავიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი დავით ლომიძე 28,68%-ით.

წყალტუბოში 78,41% მიიღო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ომარ სინაურიძემ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატს ზაურ ქაშიბაძეს ხმა მისცა 19,72%-მა.

ოზურგეთში „ქართული ოცნების“ კანდიდატს, დავით მდინარაძეს ხმა მისცა 71,75%-მა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატმა, იაკობ ზაქარეიშვილმა მიიღო ხმების 15,85%.

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში სულ მონაწილეობდა პოლიტიკური პარტიების და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 85 კანდიდატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG