Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: დეკემბრის შემდეგ 4%-ით შემცირდა ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა


ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად,ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის 74 პროცენტი უჭერს მხარს. დეკემბერში მხარადაჭერის მაჩვენებელი 78%-ი იყო. მოქალაქეების 55 პროცენტისთვის ეს სრულად არის მისაღები. ამავდროულად, სომხური დასახლებების მოსახლეობის ნახევრისთვის ნატო-ში გაწევრიანება მიუღებელია, ხოლო 28 პროცენტისთვის მისაღებია. მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს მხარდაჭერა აზერბაიჯანულ დასახლებებშიც დაბალია, იქ ეს არა მხარდაჭერის ნაკლებობით, არამედ მაღალი “არ ვიცი” პასუხით (41 პროცენტი) არის განპირობებულია.

მოსახლეობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ყველაზე მეტად ნატო-სა (28 პროცენტი) და ევროკავშირში (11 პროცენტი) გაწევრიანება, ძლიერი ლიდერის ყოლა (რომელიც ერთპიროვნულად მიიღებს ყველა გადაწყვეტილებას) (11 პროცენტი) და საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება (9 პროცენტი) დაეხმარება. მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყნისთვის მთავარ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. 31 პროცენტი მთავარ საფრთხედ რუსეთის სამხედრო აგრესიას, 11 პროცენტი - ოკუპაციას, ხოლო 10 პროცენტი რუსულ პროპაგანდას ასახელებს.

XS
SM
MD
LG