Accessibility links

შანაჰანი: აშშ-ის მიზანი ირანის შეკავებაა და არა ომი


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, პატრიკ შანაჰანი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მათი მიზანი ირანის შეკავება იყო და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს არ დაუშვას კიდევ უფრო მეტი ესკალაცია.

შანაჰანი ამ განცხადებებით გამოვიდა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ერთი დღის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრების შემდეგ. "საქმე შეკავებას ეხება და არა ომს. ჩვენ ომში არ ვაპირებთ ჩართვას" - უთხრა შანაჰანმა ჟურნალისტებს და დასძინა, არ გვსურს ვითარების კიდევ უფრო მეტად ესკალაციაო.

ირანში შექმნილი სიტუაცია ასევე განიხილეს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარში - იუწყებოდა მაკრონის ოფისი 21 მაისს. განცხადების თანახმად, სამმა ლიდერმა "ხაზგასმით აღნიშნა საჭიროება ირანი დაარწმუნონ დარჩეს ბირთვულ შეთანხმებაში - რომელიც, მათი შეთანხმებით, შენარჩუნებულ იქნება".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG