Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის დახმარებით ნატოს ქვეყნებმა თავიდან აიცილეს რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმა


ჯერემი ჰანტი
ჯერემი ჰანტი

დიდმა ბრიტანეთმა მრავალ ქვეყანას გაუზიარა რუსეთის კიბერსაქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რამაც ნატოს წევრ 16 ქვეყანას შესაძლებლობა მისცა თავიდან აეცილა საშიში საფრთხე, რაც მათ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ემუქრებოდათ. ამის შესახებ 23 მაისს განაცხადა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა, კიბერუსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ნატოს კონფერენციაზე, ლონდონში, სადაც მინისტრმა დაადანაშაულა რუსეთის სპეცსამსახურები სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ „მასშტაბური კამპანიის“ ორგანიზებაში.

„შემიძლია გაგიმხილოთ, რომ ბოლო 18 თვის განმავლობაში კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა გაუზიარა ინფორმაცია და შეფასებები 16 ნატოელ მოკავშირეს და ალიანსის მიღმა მყოფ კიდევ მრავალ ქვეყანას, მათ ტერიტორიებზე რუსეთის კიბერსაქმიანობის შესახებ“, - განაცხადა ჯერემი ჰანტმა და დასძინა, რომ „გლობალური კამპანია ასევე მიზნად ისახავს ცენტრალური მთავრობების კომპრომეტირებას“.

მოელიან, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ საკითხებზე ისაუბრებს ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩები.

XS
SM
MD
LG