Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთთან მოლაპარაკებას ჯერ არ აპირებს


უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უარყო რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობა.

ამის თაობაზე მან განაცხადა კონფერენციაზე, რომელიც მაღალ ტექნოლოგიებს ეხება. კიევში ამ ფორუმზე გამოსვლისას, ზელენსკიმ რუსეთს აგრესორი უწოდა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინსტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ბოგდანმა ადრე განაცხადა, რომ კიევს შეუძლია მოაწყოს რეფერენდუმი მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკების თაობაზე. მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს უკრაინის ხალხმა და არა მხოლოდ პრეზიდენტმა.

23 მაისს ზელენსკიმ განაცხადა, რომ შესაძლებელი რეფერენდუმი არ იქნება საკანონმდებლო ინიციატივა, ის მოქალაქეთა აზრის გაგებას მოემსახურება. კრემლმა ამ ნაბიჯს უკრაინის საშინაო საქმე უწოდა.

XS
SM
MD
LG