Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავა პრეზიდენტს არ ეხება


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის აზრით, ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტისა და გაფიცვის საკითხი თავად მას არ უნდა შეეხოს:

„პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს“,- აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელშიც ძირითადად შრომითი უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრების აუცილებლობაზე საუბრობს:

ხაზი უნდა გაესვას ევროპული სტანდარტის დანერგვის აუცილებლობას და პირველ რიგში, როცა ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას, რომელიც მაღაროებში ძალიან აქტუალურია. თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული“,- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუკპოსტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG