Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ აპირებს აშშ-თან მოლაპარაკებას „არავითარ შემთხვევაში“


ირანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ-თან არ მოილაპარაკებს „არავითარ შემთხვევაში“ და გააფრთხილა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებაზე ხელის მომწერი სახელმწიფოები, შეასრულონ მათი ვალდებულებები, სანამ თეირანის მოთმინება არ ამოწურულა.

„სანამ ჩვენი ქვეყნის უფლებები არ არის დაცული, სანამ სიტყვებს საქმე არ მოჰყვება, ჩვენი კურსი იგივე დარჩება, როგორც დღეს“, თქვა ქეივან ხოსრავიმ, სახელმწიფო უშიშროების უზენაესი საბჭოს წარმომადგენელმა 23 მაისს, იტყობინება სააგენტო ირნა. "მოლაპარაკება არავითარ შემთხვევაში არ გაიმართება“, თქვა ხოსრავიმ.

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა გაფუჭდა მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დატოვა ბირთვული შეთანხმება, რომელიც 2015 წელს გაფორმდა ირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის. მის თანახმად, ირანს უნდა შეეზღუდა ბირთვული პროგრამა და ამის სანაცვლოთ, დასავლეთს უნდა გაეუქმებინა სანქციები ირანის მიმართ. მას მერე აშშ-მა გააძლიერა თავისი რიტორიკა და დაუწესა ახალი სანქციები თეირანს.

ბირთვული შეთანხმების ევროპელი მონაწილეები, ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი, ცდილობდნენ შეთანხმების შენარჩუნებას, მაგრამ თეირანი ჩივის ამ პროცესის ძალიან ნელ სიჩქარეს. მათ გარდა შეთანხმებას ხელი მოაწერეს რუსეთმა და ჩინეთმა.

ამ თვეში ირანმა გამოაცხადა, რომ შეთანხმების ზოგიერთ პირობაზე უარს ამბობს და დაიმუქრა, რომ ურანის გამდიდრებას გააძლიერებს, თუ ევროპის ქვეყნები მას არ დაიცავენ მას აშშ-ის სანქციების გავლენისგან. აშშ-მა ამ დროს გაზარდა თავისი სამხედრო ყოფნა ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში, რასაც მოჰყვა ირანთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტის გამო შეშფოთება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ 23 მაისს ვაშინგტონს ბრალად დასდო, რომ ცდილობს ირანის პროვოცირებას „პირდაპირ კონფრონტაციისკენ“ სანქციების დაწესებით, სამხედრო ზეწოლით და აგრესიული რიტორიკის გამოყენებით“.

ზახაროვამ ეს განაცხადა როიტერსის მიერ ცნობის გავრცელების შემდეგ, რომ პენტაგონი განიხილავს ახლო აღმოსავლეთში ხუთი ათასი სამხედროს გაგზავნის შესაძლებლობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG