Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში პატიმრობა მიუსაჯეს სამხედრო პირს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის გეგმისთვის


2017 წლის 31 მარტი: რუსეთის "იასენის" კლასის ატომური წყალქვეშა ნავი "სევმაშის" გემსაშენში
2017 წლის 31 მარტი: რუსეთის "იასენის" კლასის ატომური წყალქვეშა ნავი "სევმაშის" გემსაშენში

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების წევრ სტივენ კელოგს სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჯაშუშობის ბრალდებით.

26 წლის კელოგმა აღიარა, რომ აპირებდა საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას ჟურნალისტისა და რუსეთის ხელისუფლებისათვის, რის შემდეგაც რუსეთში გაიქცეოდა.

სასამართლოს დოკუმენტებით, ინფორმაციის გადაცემამდე საქმე არ მისულა.

საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ მონაცემებით, კელოგი აპირებდა სამხედრო-საზღვაო ძალებში ფულის ფლანგვაზე ინფორმაციის გასაჯაროებას. „ასოშიეიტიდ პრესი“ სამხედრო-საზღვაო ძალების საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის, ჯეფ ჰუსტონის განცხადებაზე მითითებით იუწყება, რომ კელოგმა სცადა, კონტაქტი დაემყარებინა „სევმაშთან“ - რუსეთში ატომური წყალქვეშა ნავების მწარმოებელ კომპანიასთან.

ამერიკელმა სამართალდამცველებმა მისი გეგმების შესახებ შეიტყვეს მას შემდეგ, რაც კელოგი 27 აგვისტოს დააკავეს, როცა ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ცდილობდა თვითმფრინავში ასვლას კალიფორნიის ქალაქ სან-დიეგოდან ნიუ-იორკში გასაფრენად.

კელოგი ელექტრიკოსად მუშაობდა და ხელი მოუწვდებოდა გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე სამხედრო-საზღვაო ძალების ბირთვული ძრავების შესახებ.

როგორც იუწყებიან, კელოგმა ამხანაგს გაანდო რუსეთში გაქცევის გეგმა. გარდა ამისა, მან ელფოსტით გააგზავნა წერილი „სევმაშთან“ დაკავშირებულ ერთ-ერთ მისამართზე და ექსჯერ დაურეკა ამ კომპანიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG