Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მედია: სააკაშვილი 29 მაისს დაბრუნდება უკრაინაში


უკრაინის საინფორმაციო სააგენტო UNN ავრცელებს ცნობას, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რამდენიმე დღეში დაბრუნდეს უკრაინაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის შესახებ ამ ცნობას სააგენტო ავრცელებს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. UNN-ის თანახმად, მოსალოდნელია, რომ სააკაშვილი უკრაინაში ოთხშაბათს, 29 მაისს ჩაფრინდება.

22 მაისს გავრცელდა ცნობა, რომ სააკაშვილმა უკრაინის ახალ პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა ამ ქვეყნის მოქალაქეობის დაბრუნების თხოვნით.

უკრაინის წინა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს 2015 წელს მიანიჭა მოქალაქეობა და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა, ორი წლის შემდეგ კი მოქალაქეობა ჩამოართვა.

პოროშენკოს მმართველობის დროს სააკაშვილს 2021 წლამდე აეკრძალა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG