Accessibility links

site logo site logo

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაღდადს ეწვია აშშ-თან დაძაბულობის ფონზე


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი, ბაღდადში ჩავიდა ერაყელ კოლეგასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შესახვედრად.

ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეები განიხილავენ ვითარებას რეგიონში და საერთო პოზიციის მონახვის გზებს.

ზარიფის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1500 ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ.

ამ ცნობას მალევე მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება, რომ ვაშინგტონი აპირებს 8,1 მილიარდი დოლარის იარაღის მიყიდვას საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებისა და იორდანიისათვის „ირანის აგრესიის შესაკავებლად“.

ზარიფმა რეგიონში ამერიკელი სამხედროების გაგზავნას უწოდა „უკიდურესად სახიფათო ... საერთაშორისო მშვიდობისათვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG