Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში რეფერენდუმი ტარდება სადავო ანტიკორუფციული კანონის გარშემო


რუმინეთის და ევროკავშირის დროშები
რუმინეთის და ევროკავშირის დროშები

რუმინეთის მოქალაქეები 26 მაისის რეფერენდუმში კენჭს უყრიან მემარცხენე მმართველი კოალიციის ნაბიჯს, რომელიც ანტიკორუფციული რეფორმების გატარებას ეღობება წინ ევროპის კავშირის ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანაში.

რეფერენდუმი, რომელიც ევროკავშირის პარლამენტის არჩევნებთან ერთად იმართება, პრეზიდენტს კლაუს იოჰანისის ინიციატივაა. პრეზიდენტს მხარს უჭერს ცენტრისტულ-მემარჯვენე ოპოზიციმა.

რეფერენდუმის ერთ-ერთ შეკითხვაა: „ეთანხმებით თუ არა კორუფციასთან დაკავშირებულ შემთხვევებში ამნისტიის და პატიების აკრძალვას?“.

ათასობით რუმინელი გავიდა ქუჩაში თებერვალში პროტესტის გამოსახატად, როცა მთავრობამ საჯარო განხილვის გარეშე მიიღო საგანგებო ზომა, რომელზეც კრიტიკა გაისმა, რომ ის ზღუდავს პროკურატურს დამოუკიდებლობას.

ეს იყო ერთ-ერთ ბოლო ზომა, რომელსაც მიმართა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ორი წლის წინ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ. ევროკავშირმა და აშშ-მა გამოხატეს შეშფოთება რუმინეთში კანონის უზენაესობის მდგომარეობის გამო.

XS
SM
MD
LG