Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელიას პარტიას "სამართლიანობისთვის" ერქმევა


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია ქმნის ახალ პოლიტიკურ პარტიას, სახელწოდებით „სამართლიანობისთვის."

27 მაისს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ 2012 წელს სამართლიანობა იყო მთავარი გამაერთიანებელი იდეა, რომელიც დღესაც ბოლომდეა მისაყვანი. ბესელიას ბრიფინგში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები, გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე.

ეკა ბესელიას განმარტებით, ახალი პარტიის იდეოლოგია დაეფუძნება ცენტრისტულ, ევროპულ კონსერვატიზმს.

ბესელიას თქმით, ქვეყნის მიერ არჩეული საგარეო კურსი უნდა იყოს შეუქცევადი, საქართველო ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე უნდა მიდიოდეს მტკიცედ და სწრაფად და ეს უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ ფუნდამენტურ ღირებულებებს, მის პატივისცემას და დაცვას.

პარტიის „სამართლიანობისთვის“ დამფუძნებელი ყრილობა ივნისში გაიართება.

ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ „ქართული ოცნება“ 2019 წლის თებერვალსა და მარტში დატოვეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხში საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებთან უთანხმოების გამო.

XS
SM
MD
LG