Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა იაპონიაში სტუმრობისას ჩრდილოეთი კორეის და ირანის გამო შეშფოთების გარშემო დისკუსია გამართა


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთი კორეის და ირანის გარშემო ისაუბრა იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბესთან იაპონიაში სახელმწიფო ვიზიტისას.

ტრამპმა აბე დაამშვიდა ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამის თაობაზე. ამერიკელმა სტუმარმა მასპინძელს უთხრა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის "დიდი პატივისცემაა“ და მოელის „ბევრ კარგ ამბავს“ მიუხედავად იმისა, რომ ფხენიანმა ახლახან გამოსცადა რაკეტა.

ვაშინგტონსა და ფხენიანს შორს ურთიერთობა დაიძაბა ჰანოიში თებერვალში გამართული სამიტის შემდეგ. ამ შეხვედრაზე შეთანხმება არ იქნა მიღწეული ბირთვული იარაღისგან კორეის ნახევარკუნძულის განთავისუფლების საქმეში.

ტრამპის აბესთან შეხვედრის დროს, 27 მაისს, ჩრდილოეთი კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტრამპის მრჩეველს სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ჯონ ბოლტონს „ომის წამქეზებელი“ და „დეფექტური ადამიანი“ უწოდა იმის საპასუხოდ, თუ რა განაცხადა ბოლტონმა ჩრდილოეთი კორეის მიერ რაკეტის გამოცდის შემდეგ. ბოლტონის თქმით, რაკეტის გამოცდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევაა.

მოგვიანებით, ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, ტრამპმა განაცხადა, რომ მან და აბემ ილაპარაკეს ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობაზე მას მერე, რაც ტრამპმა თავისი ქვეყანა გაიყვანა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსა და თეირანს შორის დადებულ ბირთვულ შეთანხმებიდან და სანქციები დაუწესა ისლამურ რესპუბლიკას.

„არავის სურს საშინელი ამბები მოხდეს, მათ შორის, არც მე, უთხრა ტრამპმა რეპორტიორებს და დასძინა, რომ "ირანს სურს ლაპარაკი, თუ მათ სურთ ლაპარაკი, ჩვენც ვილაპარაკებთ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG