Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიაში მემარჯვენე-პოპულისტები მთავრობის უნდობლობის საკითხს კენჭისყრაზე დააყენებენ


საპროტესტო აქცია ვენაში
საპროტესტო აქცია ვენაში

ავსტრიის მემარჯვენე-პოპულისტური „თავისუფლების პარტიის" დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება კენჭი უყარონ სებასტიან კურცის მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებას. მოელიან, რომ საკითხი საკმარის ხმებს მოიპოვებს, რადგან მანამდე მთავრობისათვის უნდობლობას მიემხრნენ ოპოზიციური სოციალ-დემოკრატები.

თავისუფლების პარტია ბოლო დრომდე შედიოდა მმართველ კოალიციაში, სებასტიან კურცის სახალხო პარტიასთან. მაგრამ ორი კვირის წინ კურცმა დატოვა მმართველი პარტია მას შემდეგ, რაც პარტნიორი პოლიტიკური ძალის ლიდერი, ვიცე-კანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრახე აღმოჩნდა იმ სკანდალის ეპიცენტრში, რომელიც აგორდა გერმანულ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეოს შემდეგ.

„თავისუფლების პარტიის“ ლიდერი ჰაინც-კრისტიან შტრახე სავარაუდო რუსი ბიზნესმენის წარმომადგენელს კონტრაქტებს ფინანსური მხარდაჭერის სანაცვლოდ. შტრახე გადადგა ვიცე-კანცლერის პოსტიდან, ხოლო კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ მის პარტია ტოვებს კოალიციას და შესთავაზა ქვეყნის პრეზიდენტს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, რასაც ვან დერ ბელენმა მხარი დაუჭირა.

მაგრამ ოპოზიციურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მოითხოვა კენჭისყრა მთავრობისადმი ნდობის საკითხზე, რომელიც დღე არის დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG