Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი და საკრებულოს წევრი თანამდებობას ტოვებს


სტუდენტის მიერ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული საკრებულოს წევრი ომარ მახარაძე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ რიგებს ტოვებს. ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, ომარ მახარაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს 27 მაისს მიმართა.

ომარ მახარაძე, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრობასთან ერთად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა, სტუდენტმა გასულ კვირაში სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ლექტორი აცხადებს, რომ ეს იყო მის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია.

„იმისათვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და არავინ იფიქროს, რომ ჩემი მხრიდან ადგილი ექნება რაიმე სახით არამართლზომიერი ჩარევის მცდელობას, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საკრებულოში დაკავებული თანამდებობა და ფრაქციის რიგები სიმართლის დადგენამდე. იმედი მაქვს, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ ჭეშმარიტებას, რადგან ჩემთვის ამ საქმის მორალურ მხარეს აქვს უპირატესი მნიშვნელობა“.

მოქმედი კანონმდებლობის და ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ომარ მახარაძის განცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

XS
SM
MD
LG