Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან აქცია გაიმართება


დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართება აქცია "გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია."

აქციაში მონაწილეობის მსურველები რამდენიმე მიკროავტობუსით თბილისიდან გარეჯისკენ დილის 9 საათისთვის გაემგზავრნენ. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, საგარეჯოში კიდევ რამდენიმე მიკროავტობუსი დახვდათ.

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო აქტივისტები, სასულიერო პირების ნაწილი და მათი მრევლის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ საზღვრის დელიმიტაციის შესახებ აზერბაიჯანთან პრინციპული მოლაპარაკება აწარმოოს.

საქართველოს და აზერბაიჯანს შეუთანხმებელი აქვთ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით ერთი-მესამედი, მათ შორის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან.

XS
SM
MD
LG