Accessibility links

site logo site logo

კოსოვოში გაათავისუფლეს გაეროს მისიის რუსი თანამშრომელი, რომელიც მანამდე პოლიციამ დააკავა


კოსოვოში გაეროს მისიის ხელმძღვანელი, ზაჰირ ტანინი

კოსოვოში გაათავისუფლეს რუსეთის მოქალაქე მიხაილ კრასნოშჩოკოვი, რომელიც პოლიციას ჰყავდა დაკავებული. ამის შესახებ იუწყებიან რუსეთის მედია კოსოვოს დროებითი ადმინისტრაციის საკითხებში გაეროს მისიიდან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით.

კრასნოშჩოკოვი ამ მისიის თანამშრომელია.

მანამდე მისიაში განაცხადეს ორი თანამშრომლის დაკავების შესახებ. მეორის ვინაობაზე არაფერს იუწყებიან.

კოსოვოში გაეროს მისიის ხელმძღვანელმა ზახირ ტანინმა მოითხოვა დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

მიხაილ კრასნოშჩოკოვო სამშაბათს დააკავეს სერბებით დასახლებულ რაიონებში კოსოვოს პოლიციის სპეცოპერაციის დროს. გავრცელა ცნობები, რომ ის ტრავმებით საავადმყოფოში მოათავსეს.

კოსოვოს ხელისუფლების განცხადებით, მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს.

სამშაბათს კოსოვოს პოლიციამ ჩაატარა რეიდები სერბებით დასახლებული ოთხი მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე. ორგანიზებულ დამნაშავეობასთან კავშირში ეჭვმიტანით დააკავეს, სულ ცოტა, 19 ადამიანი.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა გასცა განკარგულება არმიის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG