Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილს შეუშვებენ უკრაინის ტერიტორიაზე


გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ინფორმაციით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პრობლემა არ შეექმნება უკრაინის საზღვარზე.

როგორც გამოცემას უთხრა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანმა, ოლეგ სლობოდიანმა, აღარ არსებობს საფუძველი საიმისოდ, რომ სააკაშვილი არ შეუშვან უკრაინის ტერიტორიაზე.

მისი განმარტებით, სააკაშვილს უკრაინის საზღვრის გადაკვეთა ეკრძალებოდა, როგორც მოქალაქეობის არ-მქონე პირს, ახლა კი ეს გარემოება აღარ არსებობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს აღუდგინა მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილს. ის ხვალ აპირებს ჩაფრენას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG