Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ხვალ აპირებს უკრაინაში დაბრუნებას


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ხვალ, 29 მაისს ჩავა უკრაინაში, რომლის პრეზიდენტმაც დღეს აღუდგინა მოქალაქეობა.

უკრაინაში ჩასვლის გეგმის შესახებ სააკაშვილმა ისაუბრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო ინტერვიუში.

უკრაინის წინა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს 2015 წელს მიანიჭა მოქალაქეობა და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა, იმავე 2015 წლის დეკემბერში თბილისმა სააკაშვილს ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეობა. ხოლო 2017-ში მას უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვეს.

სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ს უთხრა, რომ 29 მაისს დღის მეორე ნახევარში ჩაფრინდება კიევში.

„მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ფიქრები არის საქართველოზე, უკრაინასთან ერთად. მე დავეხმარები უკრაინის ახალ პრეზიდენტს, საინტერესო პიროვნებას, რომელსაც ვიცნობ დიდი ხანია და დავეხმარები უკრაინელ ხალხს“, განაცხადა სააკაშვილმა. მას სჯერა, რომ საქართველოშიც ისე დამარცხდება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, როგორც ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დამარცხდა უკრაინაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG