უკრაინის როვენსკის ოლქში ჩამოვარდა სახმელეთო ძალების ვერტმფრენი მი-8.
უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურის ინფორმაციით, დაიღუპა ეკიპაჟის ოთხივე წევრი.
სახმელეთო ძალების შტაბის ცნობით, ვერტმფრენი სასწავლო-საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა.
კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მუშაობენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპული სამხედროების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და შეიარაღებული ძალების სარდალს, გენერალ ხომჩაკს დაავალა გამოძიების პროცესი პირადად გააკონტროლოს.
დაწერეთ კომენტარი