Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში კვლავ მოხდა აფეთქება. არიან დაღუპულები

სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა 31 მაისს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად. ცნობების თანახმად, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა ამერიკული სამხედრო პატრულის გადაადგილების მარშრუტის მახლობლად. ამერიკული სარდლობის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად მსუბუქად დაიჭრა 4 სამხედრო მოსამსახურე.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან, როგორც ნატოსა და ამერიკის, ისე ავღანეთის უშიშროების სპეცდანიშნულების ჯგუფები.

აფეთქებაზე პასუხიმგებლობა აიღო თალიბანმა, რომლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიჰულა მოჯაჰიდმა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე განაცხადა, რომ დაღუპულია 10 ამერიკელი ჯარისკაცი.

წინა დღით, 30 მაისს თვითმკვლელმა მოიერიშემ თავი აიფეთქა ავღანეთის არმიის სამხედრო აკადემიის წინ, რომელიც პარასკევს მომხდარი აფეთქების ადგილიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. იერიშზე, რომლის დროსაც ექვსი კაცი დაიღუპა, პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

XS
SM
MD
LG