Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური სტატისტიკით აპრილში საქართველოს ეკონომიკის ზრდა 5,1% იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5,1% შეადგინა. 2019 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალური ზრდა 4,8%-ით განისაზღვრა.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობის, ტრანსპორტის, საფინანსო საქმიანობის, უძრავი ქონებით ოპერაციების და მომხმარებლისთვის სხვა მომსახურების გაწევის სფეროებში. კლება იყო მშენებლობის დარგში.

XS
SM
MD
LG