Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჯორჯიან მანგანეზი": გაფიცვაში მონაწილე მაღაროელებს არც ფინანსურად დასჯიან

გაფიცვაში მონაწილე ჭიათურელ მაღაროელებს, რომლებმაც გაცდენილი სამუშაო დღეებისათვის გვიან მიიღეს ხელფასი, მოეხსნებათ ბანკის მიერ დაკისრებული სანქციები და ჩამოეწერებათ ჯარიმები, - ამის შესახებ ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ჯორჯიან მანგანეზმა" უკვე მიაღწია შეთანხმებას „თი-ბი-სი - ბანკთან“, მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს „საქართველოს ბანკის" წარმომადგენლებთან.

გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს" შორის შეთანხმების საფუძველზე, კომპანიაში დასაქმებულ პირებს გაფიცვის პერიოდში გაცდენილი დღეები სრულად აუნაზღაურდებათ.

რამდენიმე ასეული მაღაროელი 11 დღის განმავლობაში იყო გაფიცული ხელფასის გაზრდის, ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესების და ჭიათურაში მადნის გადამტანი მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილების აკრძალვის მოთხოვნებით.

გაფიცვის შეწყვეტის პირობების მიხედვით, პირველი ივნისიდან მაღაროელთა ხელფასი 25%-ით გაიზრდება. წლის განმავლობაში კი დამატებით 10 %-ით.

XS
SM
MD
LG