Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომპეო: ტანკერებზე თავდასხმა ირანმა მოაწყო მსოფლიოში ნავთობის გაძვირების მიზნით


ბერლინი, 2019 წლის 31 მაისი: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო (მარჯვნივ) ტეგელის აეროპორტში
ბერლინი, 2019 წლის 31 მაისი: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო (მარჯვნივ) ტეგელის აეროპორტში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ირანმა მოაწყო თავდასხმა ტანკერებზე არბათა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან იმ მიზნით, რომ მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობი გაძვირდეს.

ამის შესახებ მან 30 მაისს, ევროპაში გამაგზავრებამდე უთხრა ჟურნალისტებს.

იმავე დღეს თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა თქვა, რომ მომავალ კვირაში გაეროს უშიშროების საბჭოს გააცნობენ თავდასხმასთან ირანის კავშირის დამადასტურებელ ფაქტებს.

თეირანი უარყოფს თავდასხმასთან ყოველგვარ კავშირს, ის ბრალდებებს „სასაცილოს“ უწოდებს და ვაშინგტონს ადანაშაულებს რეგიონის მიმართ „ცუდი განზრახვით“ მოქმედებაში.

პომპეოი ევროპაში თავისი ოთხდღიანი ტურნე დაიწყო 31 მაისს გერმანიაში ვიზიტით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG