Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი რუმინეთს ესტუმრა მართლმადიდებლებთან კავშირის გასამყარებლად


ბუქარესტი, 2019 წლის 31 მაისი: რომის პაპთან (ცენტრში) მისალმების ოფიციალური ცერემონია კოტროჩენის სასახლეში. სურათზე მარჯვნივ - რუმინეთის პრეზიდენტი კლაუსი იოჰანისი, მარცხნივ - პირველი ლედი, კარმენი
ბუქარესტი, 2019 წლის 31 მაისი: რომის პაპთან (ცენტრში) მისალმების ოფიციალური ცერემონია კოტროჩენის სასახლეში. სურათზე მარჯვნივ - რუმინეთის პრეზიდენტი კლაუსი იოჰანისი, მარცხნივ - პირველი ლედი, კარმენი

რომის პაპი ფრანცისკე ესტუმრა რუმინეთს, რაც მიჩნეულია აღმოსავლეთ ევროპაში მის მორიგ ვიზიტად მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის დაახლოების ხელშესაწყობად.

მაისის დასაწყისში ის ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვია.

ფრანცისკეს ბუქარესტის აეროპორტში დახვდა პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი. სამდღიანი ვიზიტის გეგმაში ასევე შედის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და სატელევიზიო მიმართვა რუმინეთის მოსახლეობისადმი.

ოფიციალური სტატისტიკით, კათოლიკეები შეადგენენ რუმინეთის 20-მილიონიანი მოსახლეობის, დაახლოებით, 5%-ს. უმრავლესობა მართლმადიდებლები არიან.

1 ივნისს ფრანცისკე ჩავა კარპატების მთებთან მდებარე სეკლერლანდის რეგიონში, რომელიც 600 ათასამდე ეთნიკური უნგრელის სამშობლოა. ადგილობრივები - უმეტესწილად, კათოლიკეები - პაპის ვიზიტს მიიჩნევენ მათი განსხვავებული იდენტობის აღიარებად.

ფრანცისკე გამოთქვამს იმედს, რომ ხელს შეუწყობს რუმინეთში მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა დაახლოებას.

XS
SM
MD
LG