Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახტაძე: კონსორციუმმაც და კერძო სექტორმაც ვალდებულება შეასრულოს და „ანაკლია“ შედგება


„როცა ვამბობთ, რომ „ანაკლიის“ პროექტი არის სტრატეგიული პროექტი, ეს ნიშნავს, რომ არის და ამისთვის ყველაფერი კეთდება“, - ასე უპასუხა საპარლამენტო ოპოზიციის შეკითხვას „ანაკლიის“ პროექტის განხორციელების პერსპექტივასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ:

„300 მილიონის ინვესტირების ვალდებულება აიღო სახელმწიფომ. გამოვისყიდეთ რამდენიმე ათეული მილიონის მიწები. საპარტნიორო ფონდს აქვს აღებული ვალდებულება, რომ 100 მილიონი დოლარის თანადაფინანსება გააკეთოს. პირადად მე ვიყავი ვიყავი ჩართული პროცესში, რომ ეს პროექტი შესულიყო პრიორიტეტულ ნუსხათა სიაში, რომელიც დაამტკიცა ევროკავშირმა. პირადად მე მქონდა თხოვნა ოპეკთან (ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია), რომ მათ განეხილათ ეს პროექტი და ჰქონოდათ ის პერსპექტიულ პროექტთა ნუსხაში. რომელს გაქვთ იმაზე მეტი გაკეთებული, მათ შორის პარლამენტს გარეთ, რომლებიც დღეს ჩასაფრებული ხალხის პოზიციიდან ლაპარაკობთ. სახელმწიფო თავის ვალდებულებას შეასრულებს და კონსორციუმმაც და კერძო სექტორმაც თავისი ვალდებულება შეასრულოს და ეს პროექტი შედგება“.

პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

XS
SM
MD
LG