Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები შერჩეულია


ლევან სურგულაძე
ლევან სურგულაძე

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები შერჩეულია და მათი ვინაობა უახლოეს დღეებში, საგანგებო ბრიფინგზე დასახელდება. ცნობა საპენსიო სააგენტომ გაავრცელა.

საპენსიო სააგენტოს დირექტორ, ლევან სურგულაძის განცხადებით, შესაბამისმა კომისიამ შეარჩია 5 კანდიდატი:

„როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს არის საფრანგეთი, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი და საქართველო. ეს პროცესი დაიწყება უახლოეს მომავალში, ამას არ დასჭირდება დიდი დრო. გარკვეული პროცედურებია კიდევ, დასანიშნია საინვესტიციო ოფიცერი, ასევე იქმნება რისკის კონტროლის სტრუქტურა. ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ დაიწყოს დასავლური სტანდარტების საინვესტიციო პროცესი“.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის თქმით, საინვესტიციო საბჭოს შერჩეული წევრები არიან მაღალი რანგის პროფესიონალები, ხელმძღვანელობენ საპენსიო ფონდებს და აქვთ მაღალი თანამდებობი ევროპის წამყვან ქვეყნებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG