Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა გაეროს მისიის რუსი თანამშრომელი


კრასნოშჩოკოვი პალატაში
კრასნოშჩოკოვი პალატაში

კოსოვომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა გაეროს მისიის რუს თანამშრომელს, რომელსაც ბრალად ედება კოსოვოს პოლიციის მუშაობისათვის ხელის შეშლა.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა რამუშ ჰარადინაიმ 31 მაისს ფეისბუკში დაწერა, რომ დაავალა საგარეო საქმეთა მინისტრს დაუყოვნებლად გამოაცხადოს მიხაილ კრასნოშჩოკოვი არასასურველ პირად. ჰარადინაიმ ასევე მუწოდა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კოსოვოში, დაეთანხმოს ამ გადაწყვეტილებას.

მაგრამ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ჯერ კიდევ იანვარში, სომალიში განვითარებული მოვლენების დროს განაცხადა, რომ „პერსონა ნონ გრატას შესახებ დოქტრინა არ ვრცელდება გაეროს ოფისზე და მის თანამშრომლებზე.“

რუსი დიპლომატი მიხაილ კრასნოშჩოკოვი 28 მაისს დააკავეს პოლიციელების რეიდების დროს სერბებით დასახლებულ კოსოვოს ჩრდილოეთში. რეიდების დროს დაპატიმრებულ იქნა „კრიმინალურ საქმიანობასთან“ კავშირში ეჭვმიტანილი პოლიციის 19 თანამშრომელი. ხოლო კრასნოშჩოკოვი და მასთან ერთად კიდევ ექვსი ეთნიკური სერბი დააკავეს პოლიციის ოპერაციისათვის ხელის შეშლის გამო.

რუსი დიპლომატი მალევე გაათავისუფლეს და სამკურნალოდ მოათავსეს ჩრდილოეთ მიტროვიცის საავადმყოფოში, საიდანაც შემდეგ ბელგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში გადაიყვანეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, კრასნოშჩოკოვის დაპატიმრებას „სრულიად შეუწყნარებელი“ უწოდა და დასძინა, რომ ამ ფაქტზე „გაეროს წარმომადგენლობამ რეაგირება უნდა მოახდინოს.“

XS
SM
MD
LG