Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: თბილისი პრაიდის ჩატარება მაღალი რისკის გამო შეუძლებელია


შსს
შსს

"თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან 30 მაისს შეხვედრა გამართეს, სადაც წარადგინეს "თბილისი პრაიდის“ ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმა.

„სამინისტროს წარმომადგენლებმა "თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს განუმარტეს, რომ მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია.

„თბილისი პრაიდის“ ჯგუფს შევთავაზეთ გამოხატვის სხვა შესაძლებლობები და შეკრების ისეთი ალტერნატივები, რომელიც უფრო უსაფრთხო იქნება მონაწილე პირებისთვის“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

17:00 საათისთვის „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები საგანგებო პრესკონფერენციას მართავენ, სადაც ისინი ისაუბრებენ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების პროცესში არსებულ გამოწვევებსა და "თბილისი პრაიდის" სამომავლო გეგმებზე.

"თბილისი პრაიდის" კვირეული 18-23 ივნისს არის დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG