Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები სახელმწიფოს სტრასბურგში უჩივლებენ


18-23 ივნისს დაგეგმილი „თბილისი პრადის“ ორგანიზატორები შს სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურენ.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ლგბტ თემის წარმომადგენელთა კონსტიტუციური უფლების რეალიზება რასაც ღონისძიების ორგანიზატორების ღირსებისა და ადამიანის უფლებათა შელახვად აფასებენ.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ შეილახა აქციისა და მანიფესტაციის გამართვის უფლება, რისთვისაც ისინი სტრასბურგისსასმართლოს მიმართავენ.

„შსს-ს წარმომადგენლენის განცხადებით, სამართალლადმცავი ორგანოები არ აპირებენ ლგბტ თემის წარმომადგენელთა საჯარო შეკრების თავისუფლების დაცვას. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო ეფექტურად მუშაობდეს სიძულვილისა და აგრესიის აღმოსაფხვრელად და ზრუნავდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ჩვენი გადამალვით და პრობლემის ჩაფარცხვით ცდილობენ ფონს გასვლას. კიდევ ერთხელ მიდიან დათმობაზე რუსული ინტერესების გამტარებელ რადიკალურ დაჯგუფებასთან", - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

მათივე ინფორმაციით, შს სამინისტრო მათ სთავაზობდა ალტერნატიულ, დახურულ სივრცეს, სტადიონს და კლუბურ გარემოს, რაც ეწინააღმდეგება პრაიდის ორგანიზატორთა პოზიციას.

როგორც თბილისი პრაიდის ორგანიზატორები აცხადებენ, შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, თბილისი პრაიდის გუნდი აგრძელებს კვირეულის ორგანიზებას. ჩვენ არ ვაპირებთ დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმებას ან გეგმების შეცვლას. თუ სახელმწიფოს არ შესწევს უნარი ან არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ უზრუნველყოს ჩვენი შეკრების თავისუფლება, მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და შსს მინისტრ გიორგი გახარიას, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და საჯაროდ ისაუბრონ იმ მიზეზებსა და გამოწვევებზე, რომლის საფუძველზეც თბილისი პრაიდს ეზღუდება კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით სარგებლობა.

31 მაისს შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც მიუთითებს, რომ თბილისი პრაიდის ჩატარება მაღალი რისკების გამო შეუძლებელია: „თბილისი პრაიდის“ ჯგუფს შევთავაზეთ გამოხატვის სხვა შესაძლებლობები და შეკრების ისეთი ალტერნატივები, რომელიც უფრო უსაფრთხო იქნება მონაწილე პირებისთვის“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG