Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა 144 პირს სურს


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სია გამოაქვეყნა. სიაში სულ 144 ადამიანია, მათ შორის არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა თავაძე. სიაში არ არიან დიმიტრი გვრიტიშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე. იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე კონკურსი 11 მაისს გამოაცხადა, მას შემდეგ რაც 2018 წლის ბოლოს პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენილ კანდიდატთა სიას არასამთავრობოებისა და პოლიტიკოსების პროტესტი მოყვა.

XS
SM
MD
LG