Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლავაც უცნობია სხვა პირები - ვინ მოკლა დავით სარალიძე


„სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირები ამჟამად თავისუფალი არიან. ჩადენილია განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, ჯერჯერობით დაუდგენელ პირებთან ერთად“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზაზა სარალიძის ოჯახის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ.

ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული ორი პირიდან 3 ივნისს, სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის ნაწილში კვლავ უდანაშაულოდ ცნო გ.ბ, როგორც ეს ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში იყო, ხოლო გ.ჯ.-ს ბრალი დაუმძიმდა. ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 მაისს გამოტანილი განაჩენით, გ.ბ. დამნაშავედ იყო ცნობილი ლევან დადუნაშვილის განზრახ, წინასწარი შეცნობით მკვლელობაში და 10 წლით და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მას ბრალი დაუმძიმა და 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გ.ჯ. მსჯავრდებული იყო დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობისთვის და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ადვოკატ ნესტან ლონდარიძის თქმით, პროკურატურის ვალია, რომ უახლოეს მომავალში დაადგინოს, თუ ვისთან ერთად მოქმედებდა ხორავას ქუჩაზე გ.ჯ. და კონკრეტულად ვისი მონაწილეობით მოკლეს ჯგუფურად არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

XS
SM
MD
LG