Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მუქარის შემცველ გზავნილებს იღებს


მალხაზ მაჩალიკაშვილი
მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ წუხელ და დღეს, 4 ივნისს მუქარის შემცველ გზავნილებს იღებს.

„ნუ მწერთ, რომ მე ნაციონალებს შევეკარი. არა არის ეს ასე. მე იმ ადამიანებს ვემხრობი, არ აქვს მნიშნელობა, ის „ნაციონალია“ თუ ნებისმიერი პოლიტიკური თუ დამოუკიდებელი, მე ყველას დავუჭერ მხარს ვინც კი იქნება ივანიშვილის წინაღმდეგ. ეს ერთხელ და სამუდამოდ შეიგნეთ. მე არავინ არ მიყენებს და თუ ვინმე მიყენებს, ამის უფლებას მე ვაძლევ. იძახიან, ვახას რომ არ დაეჭირა სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის მხარი ვიღაცები დაისჯებოდნენ, თუნდაც ის წყეული სპეც-რაზმელი. როგორ, სამი ოთხი წლით? არა, ბატონებო! ეს ჩემთვის ძალიან ცოტაა, ზღვაში წვეთია, მე ძალიან ბევრს ვითხოვ, რაშიც დარწმუნებული ვარ, ღმერთის ძალით მივაღწევ. ყველაფერს გავაკეთებ ამ სისტემის ნგრევისთვის და მჯერა ეს სულ მალე მოხდება“, - წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

XS
SM
MD
LG