Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, სურს უკრაინის ნატოში გაწევრიანება


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებისთვის უკრაინის აღმოსავლეთში ომის დასრულების მიზნით და იქვე განაცხადა, რომ სურს მისი ქვეყანა ნატოში გაწევრიანდეს - რასაც მწვავედ ეწინააღმდეგება მოსკოვი.

ზელენსკი ამ განცხადებებით გამოვიდა 4 ივნისს, ბრიუსელში ვიზიტის დროს, სადაც მან შეხვედრები გამართა ევროკავშირის და ნატოს მაღალჩინოსნებთან. პრეზიდენტის რანგში ეს მისი პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.

2014 წლის აპრილის შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთში 13,000-მდე ადამიანი შეეწირა ბრძოლას უკრაინის მთავრობის ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის. 2014 წლის სექტემბერში და 2015 წლის თებერვალში, მინსკის ხელშეკრულებების ფარგლებში მიღწეულმა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებებმა ბრძოლის ინტენსივობა შეამცირა, თუმცა ძალაში დარჩენა ვერ შეძლო.

"მზად ვართ რუსეთთან გავმართოთ მოლაპარაკება [და] სისრულეში მოვიყვანოთ მინსკის ხელშეკრულებები. მაგრამ ჯერ უნდა შევძლოთ საკუთარი თავის დაცვა და ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერება" - განაცხადა ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ალიანსის შტაბ-ბინაში. მან ასევე აღნიშნა, რომ უცვლელი რჩება უკრაინის "სტრატეგიული კურსი, მოიპოვოს სრულუფლებიანი წევრობა ევროკავშირსა და ნატოში".

XS
SM
MD
LG