Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმცროსი ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიასთან ბრძოლაში დამარცხდნენ


ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრას გუნდი 8 ივნისს გამართავს.
ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრას გუნდი 8 ივნისს გამართავს.

საქართველოს 20-წლამდელთა სარაგბო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონთან და უმთავრეს ფავორიტთან – ახალი ზელანდიის ნაკრებთან მატჩით გახსნა და უძლიერეს მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ 13:45 დამარცხდა.

პირველი ტაიმი ზელანდიელებმა 19:6 მოიგეს. ქართველთაგან ქულები თედო აბჟანდაძემ აიღო, ზუსტი საჯარიმო დარტყმებით. მეორე ტაიმის დასაწყისში კი უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჩამორჩენა შვიდ ქულამდე შეამცირეს, მას შემდეგ, რაც ბურთი ვახტანგ ჯინჭარაძემ მეტოქის ჩათვლის მოედანში შეიტანა ბურთი, ხოლო აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა.

ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრას ილია მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი 8 ივნისს გამართავს სამხრეთ აფრიკასთან, რომელმაც პირველ ტურში შოტლანდია დაამარცხა – 43:19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG