ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 16 წლის გოგო სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, ამას კატეგორიულად უარყოფს. გოგონამ რამდენიმე დღის წინ იმშობიარა და ჩვილი საავადმყოფოში დატოვა.
მამაკაცმა, რომელსაც გოგო ბრალს სდებს, მისი ნათესავი და მეზობელია. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თუ გენეტიკური ექსპერტიზა დაადგენს, რომ ახალშობილი მისი შვილია, მზად არის შვილად აღიაროს და ამასთან, პასუხი კანონით აგოს.
40 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც პოლიციაში უკვე გამოკითხეს, დარწმუნებულია, რომ ექსპერტიზა ამას არ დაადასტურებს.
შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წელს მიუღწეველთან.